Wednesday, August 3, 2011

სერთიფიცირების პირობები


მასწავლებელი სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ სრულად წარმოადგენს II, III და IV მოდულით განსზღვრულ დავალებებს და გაცდენების რაოდენობა არ აღემატება სამ ტრენინგ-დღეს.


მასწავლებელი II მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმის ელექტრონულ ვერსიას
• გაკვეთილის გეგმას თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი (შეფასების ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, აუდიო/ვიდეო მასალა, ციფრული რესურსის მისამართი და ა.შ.).
მასწავლებელი III მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის ელექტრონულ ვერსიას
• სასწავლო პროექტს თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი.
მასწავლებელი IV მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• დამუშავებულ გაკვეთილის გეგმას, შესაბამისი ციფრული სასწავლო მასალით, განათავსებს საგანამათლებლო რესურსების ელექტრონულ საცავში - http://lemill.net.
• პირად ელექტრონულ პორტფოლიოს, დამუშავებული გაკვეთილის გეგმითა და სასწავლო პროექტით, განათავსებს პირად ბლოგზე/საიტზე.

No comments:

Post a Comment