ტრენინგი კოდას საჯარო სკოლაში
მეორე დონის ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს: ჭივჭავის, დუმანისის, ირაგას, ენაგეთის, ასურეთის, ბოგვის საჯარო სკოლებმა
Wednesday, August 3, 2011
სერთიფიცირების პირობები
მასწავლებელი სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ სრულად წარმოადგენს II, III და IV მოდულით განსზღვრულ დავალებებს და გაცდენების რაოდენობა არ აღემატება სამ ტრენინგ-დღეს.
მასწავლებელი II მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმის ელექტრონულ ვერსიას
• გაკვეთილის გეგმას თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი (შეფასების ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, აუდიო/ვიდეო მასალა, ციფრული რესურსის მისამართი და ა.შ.).
მასწავლებელი III მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის ელექტრონულ ვერსიას
• სასწავლო პროექტს თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი.
მასწავლებელი IV მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• დამუშავებულ გაკვეთილის გეგმას, შესაბამისი ციფრული სასწავლო მასალით, განათავსებს საგანამათლებლო რესურსების ელექტრონულ საცავში - http://lemill.net.
• პირად ელექტრონულ პორტფოლიოს, დამუშავებული გაკვეთილის გეგმითა და სასწავლო პროექტით, განათავსებს პირად ბლოგზე/საიტზე.
Subscribe to:
Posts (Atom)